ოლიმპიადაზე ასპარეზობა უმედლოდ კიდევ სამმა ქართველმა დაასრულა
დღეს, 28 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებს კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა.
მოცურავე ნოე ფანცხავამ 100 მეტრზე ცურვის შეჯიბრში 41 ადგილი დაიკავა და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.
ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი კი მერვედფინალში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.
რაც შეეხება მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილს, ის ტაჯიკ სპორტსმენთან დავლატ ბოლტაევთან დამარცხდა და შეჯიბრს 1/16 ფინალიდან გამოეთიშა.
გუშინ, 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიადაზე ოთხმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა, მათგან სამი ოლიმპიადას გამოეთიშა, ნინო სალუქვაძეს კი კვლავ აქვს შანსი, მოიპოვოს მედალი.
27 ივლისს ასპარეზობდა 21 წლის ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ). სარდალაშვილი მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის ფინალში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემაც. ის ეგვიპტელ მოჰამედ ამერის დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 14-15 დამარცხდა.
პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს იასპარეზა მოცურავემ, 15 წლის ანა ნიჟარაძემ, რომელიც საქართველოს ოლიმპიურ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია. მან 100 მეტრზე ბატერფლაით საკვალიფიკაციო გაცურვით აღნიშნა ოლიმპიური დებიუტი, თუმცა 28-ე ადგილზე გავიდა და შეჯიბრს გამოეთიშა.
დღეს ოლიმპიადაზე მეათედ იასპარეზა სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელმა, ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ.
ყველა უმაღლესი ტიტულის მქონე ოლიმპიელმა 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეთით სროლაში საკვალიფიკაციო გასროლა 38-ე შედეგით დაასრულა.
თუმცა, ნინო სალუქვაძე, რომელიც სარეკორდო მეათე ოლიმპიურ თამაშებზე გამოდის, 2 აგვისტოს 25 მეტრზე პისტოლეტიდან სროლაშიც იასპარეზებს.
ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიადაზე გამოსვლის განრიგი იხილეთ აქ: ოლიმპიადა – ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.