ფარიკაობის ფედერაცია საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრით მიმართავს
საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია აცხადებს, რომ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს სანდრო ბაზაძესთან დაკავშირებით საჩივრით მიმართავს.
ქართველი მოფარიკავე დღეს მერვედფინალურ ეტაპზე ეგვიპტელ სპორტსმენთან 14:15 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
გამარჯვება ორივე სპორტსმენმა აღნიშნა. გამარჯვებული მსაჯმა გამოაცხადა.
გულშემატკივრების შეფასებით, მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა გამარჯვება ეგვიპტელ სპორტსმენს მიანიჭა.
გულშემატკივრების პოზიციას იზიარებს ქართული ფედერაციაც და აცხადებს, რომ იზიარებს გულშემატკივრების პოზიციას, რომ ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიადაზე სავარაუდოდ მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.
წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი”. – ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.