Jump to content
Planeta.Ge

ქვეყნები, რომლებმაც უკრაინას ყველაზე მეტი ფინანსური დახმარება შესთავაზეს


რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, უკრაინამაც მტერს საკმაოდ დიდი ზიანიც მიაყენა. დანაკარგები აქვს უკრაინასაც. არის პერიოდები, როდესაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირე ქვეყნებისგან საბრძოლო იარაღის და სხვა საომარი აღჭურვილობის შესაძენად დახმარებას სასოწარკვეთილი ითხოვს. მეგობარი ქვეყნების დაპირებები სრულდება, თუმცა ძალიან ნელა.

კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის უკრაინის მხარდაჭერის მზომმა გამოიანგარიშა, თუ რა ოდენობის დახმარება გაუწიეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა უკრაინას 2022 წლის 24 იანვრიდან 2024 წლის 15 იანვრამდე.

ინდოეთმა და ჩინეთმა უკრაინას ყველაზე მცირე მხარდაჭერა გაუწიეს. შემდეგია თურქეთი და ტაივანი, თითოეულმა საკუთარი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,01% გაიღო. შემდეგი არის ახალი ზელანდია - 0,02%- ით. სამხრეთ კორეა 0,04%.

 

ყველაზე დიდი რესურსი უკრაინის დასახმარებლად ამ 10-მა ქვეყანამ გაიღო:

ხორვატია: მშპ-ს 1,06%. ხორვატიის წვლილი უკრაინის დასახმარებლად შეადგენს 300 მილიონ აშშ დოლარს.

გერმანია: მშპ-ს 1,06%. გერმანია უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია აშშ-ს შემდეგ. 15 იანვრამდე ევროპის უდიდესმა ეკონომიკამ უკრაინას დაპირდა 23,9 მილიარდი დოლარს, საიდანაც 19,4 მილიარდი დოლარი სამხედრო მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

ფინეთი: მშპ-ს 1,29%. ნატოს კიდევ ერთი შედარებით ახალი წევრი, ფინეთი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია. მან 22 დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დროის ამ მონაკვეთში ფინეთის მთლიანმა დახმარებამ 2,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

პოლონეთი: მშპ-ს 1,32%. პოლონეთის დახმარებამ შეადგინა 4,7 მილიარდი დოლარი.

სლოვაკეთი: მშპ-ს 1,43%. ქვეყანამ დაახლოებით 799 მილიონი აშშ დოლარის წვლილი შეიტანა ევროკავშირის კოლექტიური დახმარების ფონდში.

ნიდერლანდები: მშპ-ს 1,45%.საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზაციის Atlantic Council-ის თანახმად, ნიდერლანდები სამხედრო დახმარების წვლილით ლიდერობს. ქვეყანამ უზრუნველყო 6,8 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება და 7,8 მილიარდი დოლარი ევროკავშირის კოლექტიურ ფონდში ჩადო.

ლატვია: მშპ-ს 1,67%. ლატვიის საერთო წვლილი შეადგენს დაახლოებით, 670 მილიონ აშშ დოლარს.

ნორვეგია: მშპ-ს 1,72%. ნორვეგიამ მასიურად გაზარდა უკრაინის ორმხრივი მხარდაჭერა 2023 წელს. სკანდინავიური ქვეყანა ომში ჩართულ ქვეყანას დაახლოებით, 7,7 მილიარდი აშშ დოლარს, პირდაპირი ფინანსურ-ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გადასცემს 2027 წლამდე.

ლიეტუვა: მშპ-ს 2,04%.ბალტიისპირეთის სახელმწიფომ პირობა დადო 1 მილიარდი აშშ დოლარის გადაცემის შესახებ.

დანია: მშპ-ს 3,06%.ნოემბრის შემდეგ დანიამ გაზარდა თავისი სამხედრო ვალდებულებები უკრაინის მიმართ 3,8 მილიარდი დოლარით. ქვეყანამ პირობა დადო 9,6 მილიარდი აშშ დოლარის გაცემის შესახებ.

ესტონეთი: მშპ-ს 4,09%. ესტონეთმა თავისი წლიური პროდუქციის განსაცვიფრებელი 4,09% დაუთმო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას. ქვეყანამ პირობა დადო, რომ 1,3 მილიარდ დოლარს დახარჯავს ამ კუთხით.

წყარო: lovemoney.com

 
teona-1602137468.jpg
ავტორი:
თეონა რამაზაშვილი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...