Jump to content
Planeta.Ge

სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს


ნატო უკრაინას უახლოეს დღეებში მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, თქვა 18 ოქტომბერს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მას შემდეგ, რაც უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ავიადარტყმების შედეგად, რაც ერთ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, განადგურებულია უკრაინის ელექტროსადგურების თითქმის მესამედი.

ბერლინში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოსვლისას სტოლტენბერგმა თქვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას დაეხმარება, თავი დაიცვას ავიადარტყმებისგან, მათ შორის ირანული წარმოების დრონებისგან, რომლებმაც ბევრი ადამიანის სიკვდილი და ნგრევა გამოიწვია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 10 ოქტომბერს იერიშების ახალი ტალღა წამოიწყო მთელს ქვეყანაში.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დარტყმებზე პასუხი არის ნატოს მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდა.

„უმნიშვნელოვანესი რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ, არის ის, რომ შევასრულოთ, რა პირობაც დადეს მოკავშირეებმა, გავზარდოთ მიწოდება და კიდევ უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გავგზავნოთ,“ თქვა სტოლტენბერგმა.

მისი სიტყვებით, ნატო „უახლოეს დღეებში“ მიაწვდის უკრაინას სისტემებს დრონების სპეციფიკურ საფრთხესთან გასამკლავებლად, მათ შორის ირანული დრონებისა, თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს თქვა, რომ 18 ოქტომბერს კიევსა და სხვა ქალაქებში საცხოვრებელ რაიონებზე განხორციელდა იერიშები. მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკანასკნელი კვირების განმავლობაში განხორციელებული დარტყმების შედეგად სერიოზულად დაზიანდა ელექტრომომარაგება მთელს უკრაინაში და „აღარ დარჩა ადგილი“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოსალაპარაკებლად.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...