პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ცერემონია, სტადიონის ნაცვლად, მდინარე სენაზე იმართება.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ქართველი სპორტსმენები, ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე არიან.
ოლიმპიადაში 206 ქვეყნის სახელით 10 ათასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში საქართველოდან 28 სპორტსმენი მიიღებს.
ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები გუნდურ პირველობაშიც იასპარეზებს.
ოლიმპიადის ლიცენზიანტთა სია:
1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
2. ლაშა გურული (კრივი)
3. გიორგი ყუშიტაშვილი (კრივი)
4. გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ.)
5. ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ.)
6. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.)
7. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.)
8. რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.)
9. რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ.)
10. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.)
11. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)
12. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
13. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.)
14. ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ.)
15. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ.)
16. გიორგი სარდალაშვილი (ძიუდო, -60კგ.)
17. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, -66 კგ.)
18.ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, -73 კგ.)
19. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ.)
20. ლაშა ბექაური (ძიუდო, -90 კგ.)
21. ილია სულამანიძე (ძიუდო, -100 კგ.)
22. გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.)
23. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, -57 კგ).
24. ეთერ ასკილაშვილი (ძიუდო, -63 კგ.)
25. სოფიო სომხიშვილი (ძიუდო, +73 კგ.)
26. ლიკა ხარჩილავა (მძლეოსნობა – რბენა, 100 მ.)
27. ანა ნიჟარაძე (ცურვა, ბატერფლაი, 100 მ)
28. ნოე ფანცხავა (გულაღმა ცურვა, 100 მ)
ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.
2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.