Jump to content
Planeta.Ge

მხოლოდ ბოლო 4 წელში "გრინსერვის+-ს" თბილისში 86 მილიონ ლარზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული


კომპანია "გრინსერვის+", რომლის დირექტორიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე დააკავა, თბილისის მერიის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორია. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, მისი შესრულებულია პარლამენტის წინ მოედნის განახლების სამუშაოები, მელიქიშვილის ქუჩის დემონტაჟი რეაბილიტაციამდე და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ კომპანიას 86 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული - ამ დროის განმავლობაში "გრინსერვის+" სახელმწიფო სტრუქტურებიდან მხოლოდ მერიისა და მასთან დაკავშირებული უწყებების შესყიდვების გამარჯვებულია.

 

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება, რომელიც "გრინსერვის+-მა" თბილისის მერიასთან დადო, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეხება. კომპანიას უკვე აღებული აქვს 6 მილიონ ლარზე მეტი, მთლიანი ხელშეკრულების თანხა კი 13 მილიონ ლარამდეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების მიხედვით, შპს „გრინსერვის+-ის" დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ ამ ტენდერის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ინსპექტირების შესახებ ყალბი დასკვნა წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში და გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. დანაშაულებრივ სქემაში, რამაც 13 წლის ბავშვის დაღუპვა გამოიწვია, მხილებულია კიდევ 8 ადამიანი.

jhhhh.png

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...