Jump to content
Planeta.Ge

თქვენ მშიშარა, კორუმპირებულო ადამიანებო, გამოაქვეყნეთ... - გოგიჩაიშვილი "ოცნებას"


 

თქვენ მშიშარა, კორუმპირებულო ადამიანებო, გამოაქვეყნეთ, რას გვემუქრებით.... - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის, ლიდერის, მამუკა მდინარაძის განხადებას.

გოგიჩაიშვილის თქმით, ასეთი განცხადებებით, "ოცნება" საარჩევნო კამპანიის ტყუილზე აგებას ცდილობს.

,ხო ხართ მაგარი და გამბედავები, ხო მაგრად გიყვართ ეს ქვეყანა, გამოაქვეყნეთ. თქვენ მშიშარა, კორუმპირებულო ადამიანებო. გამოაქვეყნეთ, დაგვანხეთ ერთი რა წითელი ხაზები უნდა გადაკვეთოთ და რა გაქვთ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ მთელი კამპანია გექნებათ აგებული ტყუილზე, რაღაცა ფეიკზე. ეს არის მანიპულაცია და თუ რამეს მალავთ კიდე, კიდევ უფრო მეტად შეგექმნებათ პრობლემები. თუ იოტისოდენა გამბედაობა გაქვთ, თუ მართლა თვლით, რომ არ ხართ მატყუარები, კორუმპირებულები, ყველაფერზე წამსვლელი, უბინძურესი ხალხი გამოაქვეყნეთ. გამოაქვეყნეთ, რას გვემუქრებით", - აცხადებს გოგიჩაიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ ისევ გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოიხსენიებენ.

მამუკა მდინარაძემ ასევე "რაღაცის თქმა" დააანონსა და თქვა: ხაზგასმით ვამბობ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფერის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ა.შ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ.

ტვ პირველი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...