Jump to content
Planeta.Ge

„შეგვხვდა დათვი, შემდეგ წამოვყევით ტყით და ვიარეთ 5 დღე" - გოგიტა ფარჯიანი


გოგიტა ფარჯიანი, რომელსაც სვანეთის ტყეში 6 დღე ეძებდნენ, ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქედზე დათვი შეხვდათ, ტყით გადასვლა გადაწყვიტეს და 5 დღე ფეხით მოდიოდნენ.

მისი თქმით, ახლობლებთან დაკავშირება ვერ შეძლეს, რადგან ტელეფონები გაეთიშათ. ამის შესახებ კომენტარი მან „მთავარ არხთან” გააკეთა.

„ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, სადღაც 200 მეტრში შეგვხვდა დათვი. ამის შემდეგ წამოვყევით ტყეში და ვიარეთ 4 დღე, 5 დღე. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. ჩვეულებრივი კემპინგი, თავგადასავლები და ასე შემდეგ”, – ამბობს ის.

სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია. გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივლისს მიიღეს.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...