„ორივე ცოცხალია" — სვანეთის ტყეში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს
სვანეთში დაკარგული 2 ახალგაზრდა იპოვეს. ორივე ცოცხალია.
ინფორმაცია ერთ-ერთის ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.
გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე დაიკარგნენ – ისინი ლენტეხში ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ. მათ 6 დღე ეძებდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მათი დაკარგვის შესახებ შეტყობინება 24 ივლისს მიიღეს.
დღეს, 26 ივლისს მათ ძებნაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
გუშინ, 25 ივლისს, ადგილობრივებმა სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენისა და სითბური დრონების ჩართვის მოთხოვნით, სოფელ ლატალში გზა გადაკეტეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის აფრენა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდებოდა.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.