სელინ დიონი პარიზში, ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმღერებს
ცნობილი კანადელი მომღერალი სელინ დიონი, რომელსაც 2022 წელს დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება, ე.წ. ძლიერი პიროვნების სინდრომი (Stiff Person Syndrom), 23 ივლისს პარიზში ჩავიდა, რათა ოლიმპიური თამაშების გახსნაში მიიღოს მონაწილობა.
ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო, რადგან თავად მომღერლის თანხმობით გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს ექიმების გარემოცვაში მყოფი, რა უდიდეს ტკივილსა და ტანჯვას განიცდის. ოლიმპიურმა კომიტეტმა გაითვალისწინა ექიმების დასკვნა და თავად მომღერლის უდიდესი და დაჟინებული სურვილი, რომ 26 ივლისს, უშუალოდ სტადიონზე, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე იმღეროს.
ამდენად, სელინ დიონს ნება დართეს, თუმცა ბოლო წუთებამდე ის მაინც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ასე რომ, 56 წლის მომღერალი 26 ივლისს, პარასკევს ოლიმპიური თამაშების გახსნაზე გამოსვლისთვის საგანგებოდ ემზადება.
პარიზში ჩასულმა მომღერალმა ლუვრის საგამოფენო სივცეშიც გაისეირნა და ტვიტერზე დაწერა: „ყოველ ჯერზე, როცა პარიზში ვბრუნდები, მახსენდება, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ იმდენი სილამაზე და სიხარული დამრჩა განსაცდელი. მე მიყვარს პარიზი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი! მადლობა ჩემს ძველ და მშვენიერ მეგობრებს ლუვრში!“
სელინ დიონი პარიზში სამშაბათს ჩავიდა და სასტუმრო Royal Monceau-ში, შანზ–ელიზეს მინდვრების მახლობლად დაბინავდა, სადაც ლედი გაგა, გახსნის ცერემონიის კიდევ ერთი ჰედლაინერი იმყოფება. დიონის შესრულებისა და კონკრეტულად სიმღერის შესახებ დეტალები გასაიდუმლოებულია.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.