Jump to content
Planeta.Ge

ანაკლიის პორტის მშენებელი პარტნიორი ხვალ გამოვლინდება - ლევან დავითაშვილი


პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყება ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს.

როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებარე კომპანიის შერჩევა, რომ მაქსიმალურად გამოცდილი იყოს საზღვაო მშენებლობის კუთხით.

მისივე განმარტებით, ეს პროცესი ხვალ დასრულდება და უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება.

 

„პროცესი საკმაოდ კომპლექსური არის, როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ასევე სამშენებლო სამუშაოების კუთხით. ამიტომ, ჩვენ საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით და ყურადღებით ვეკიდებით პროცესს. ამ შემთხვევაში, პრეტენდენტთან გავაგზავნეთ დამაზუსტებელი კითხვები კონსულტანტის ჩართულობით. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში მივიღეთ დაზუსტებული პასუხები, რომელსაც ისევ ჩვენი ევროპელი კონსულტანტი ამუშავებს. როდესაც ჩვენ მივიღებთ კონსულტანტის შეფასებას მიმდინარე კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, ხვალ, მაქსიმუმ მომავალი კვირის დასაწყისში, აქედან გამომდინარე, დაზუსტდება შესაბამისობა. თუ იქნება დამაზუსტებელი კითხვები, ალბათ, ჩვენ კიდევ მოგვიწევს დიალოგის გაგრძელება პრეტენდენტთან. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, ჩვენ გვქონდა "დიდ ოთხეულთან" მოლაპარაკებები, ეს იყო კონკურენტული გარემო. კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებარე კომპანიის შერჩევა, რომ მაქსიმალურად გამოცდილი იყოს საზღვაო მშენებლობის კუთხით. ჩვენ ხვალ უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. აქაც საინჟინრო კონსულტანტები იყვნენ ჩართულები, რომ შეფასებულიყო ის წინადადებები, რომელიც კომპანიებმა წარმოადგინეს. ჩვენ ხვალ ვასრულებთ ამ პროცესს. ხვალ უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება და საზოგადოებასაც მივაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას", - განაცხადა დავითაშვილმა.


bpn;ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...