Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნებაში“ ძალიან ანერვიულებულან ჩვენს მიერ „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ გააქტიურებაზე, რაც კარგია


„ოცნებაში“ ძალიან ანერვიულებულან ჩვენს მიერ „არჩევნების დაცვის ჯგუფის“ გააქტიურებაზე, რაც კარგია. ჩვენი მიზანიც ეს არის - 2018 წელს, როცა საარჩევნო დარღვევებზე შსს-დან ვმუშაობდი, სწორედ მსგავსი ჯგუფის მიერ მყისიერად ხდებოდა საარჩევნო დარღვევების აღკვეთა და დამრღვევებისთვის ბრალის წარდგენა განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, რაც მართლაც უჩვეულო იყო იმდროინდელი „ოცნების“ მმართველობისთვისაც კი. ეს იყო „ოცნების“ მმართველობაში ერთადერთი წელი, როცა ადგილობრივ და საერთაშორისო ანგარიშებში „რეაგირებები“ აისახა. 30-ზე მეტი პირი იყო პასუხისგებაში მიცემული თანაბრად „ნაცებიდან“ და „ოცნებიდან“.
როგორც ჩანს, ეს სამართლიანი მიდგომა მწარედ დაამახსოვრდათ. არც მაშინ იყვნენ ამით ბედნიერები.
ახლაც იციან რომ იმ ტყუილებს, რასაც არჩევნების „სამართლიანობაზე“ ავრცელებენ, არ გავუტარებთ ზუსტად ისე, როგორც მაშინ არ ვუტარებდით.
26 ოქტომბრამდე გირჩევთ, პოლიტიკური კორუფციის, შავი ფულის და სისტემური ძალადობის აღმოფხვრაზე კონცენტრირდეთ. თქვენთვისვე აჯობებს.
ქართული ოცნება / Georgian Dream
TV Imedi"

ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.

ბმული: https://www.facebook.com/ForGeoGe/posts/796842395962070

452760115_796841642628812_5845879079476688426_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...