Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია: „ქოცებო, თქვე, ნაცებო“ ან პირიქით - „ნაცებო, თქვე, ქოცებო“ (ვიდეო)


 

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია თვლის, რომ არჩევნების პროცესის მიმართ ნდობა და ამომრჩევლის „აღქმებია მთავარი“ და „თუ საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ მოგვატყუეს და ამ არჩევნებს არ ექნება საერთაშორისო ლეგიტიმაცია, ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის პერსპექტივა - გააგრძელოს ქვეყნის მართვა, არის ნულს ქვემოთ“.

გახარია არ გამორიცხავს ისეთ პოლიტიკურ დინამიკასაც, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად აღმოჩნდნენ 50%-ს ქვემოთ. ე.წ. შუა პოლიტიკურ ველზე კი იმედს ამყარებს როგორც ახალგაზრდა ამომრჩეველზე, ისე საჯარო მოხელეებზე, რომლებისგანაც, როგორც ამბობს, უამრავი „ესემესი“ მისდის.

გიორგი გახარია თვლის, რომ „ოცნების“ სასიცოცხლო ინტერესშია 26 ოქტომბრის არჩევნების როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ლეგიტიმაცია, თუმცა, ასევე ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება მმართველ პარტიას უკვე დაწყებული აქვს.

რადიო თავისუფლება


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...