Jump to content
Planeta.Ge

აზარტული თამაშების კომპანიების კანონდარღვევები, რომელზეც სახელმწიფო დუმს


არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ საქართველოში სათამაშო ბიზნესის კომპანიების მხრიდან კანონდარღვევებს იკვლევს და საზოგადოებასა და სახელმწიფო უწყებებს ინფორმაციას პერიოდულად აწვდის.

„ბიზნესპრესნიუსს“ ორგანიზაციის დამფუძნებელი თამარ ჯაფარიძე იმ კანონდარღვების შესახებ ესაუბრა, რაზეც სახელმწიფო დუმს.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში მისი აღსრულების მექანიზმები პარლამენტმა ძალიან ბუნდოვნად ჩაწერა. ერთადერთი, რაც ცალსახად, შავით თეთრზე, წერია ეს არის შემოსავლების სამსახურის პრეროგატივა ფინანსური თვალსაზრისით. მკაცრი კონტროლია მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად კეთილსინდისიერი გადამხდელია სათამაშო ბიზნესის ნებისმიერი წარმომადგენელი. ამ კანონის საფუძვლზე 1,4 მილიონი ადამიანი ავტომატურად უნდა გამოეთიშოს აზარტული-მომგბიანი თამაშებიდან როგორც სახმელეთო, ისე ონლაინ სივრციდან.

 

ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კანონი პიროვნებას უკრძალავს თამაშს, არა. კანონით შეზღუდულია სათამაშო დაწესებულებების მხრიდან მათი მომსახურება. შესაბამისად, აზარტული თამაშების კომპანიებს უფლება არ აქვთ დაუშვან სხვადასხვა კატგორიაში მყოფი ამ რაოდენობის ადამიანების მხრიდან თამაშებში ჩართვა. ამის გასაკონტროლებლად არის შემუშავბული სპეციალური მექანიზმი. სათამაშო ბიზნესი ვალდებულია მოთამაშის პირადობის დამადასტურბელი მოწმობის მონაცემების მიღების დროს აუცილებლად გადაამოწმოს პირის ვინაობა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ გვრდზე განთავსბულ სიაში და მოახდინოს იდენტიფიცირება.

თუ პირი სოციალურად დაუცველია, პოლიტიკოსია, საჯარო მოხელეა, თავდაცვის ძალების წარმომადგენლია ან არის 25 წლამდე, კომპანიამ მას არ უნდა მისცეს თამაშის შესაძლბლობა.სათამაშო დაწესებულების არაკეთილსინდისიერება იკვეთება ამაში და ჩვენ გვაქვს უამრავი ფაქტდარღვევა, როცა ყველა ამ კატეგორიაში მყოფი პირი რეალურად თამაშობს. ზოგი მათგანი თამაშობს სხვისი ექაუნთებით, რაც უნდა გაკონტროლდეს ვიდეოთვალით და ამის ვალდებულება სამწუხაროდ, ბიზნესებს არ აქვთ, თორემ სექტორში, სადაც წლიური ბრუნვა 52 მილიარდ ლარს შეადგენს, კომპანიებს ამისი ფინანსური რესურსი ნამდვილად აქვთ“,- განმარტა თამარ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ხშირია სათამაშო ექაუნთების გაყიდვის ფაქტებიც, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, მაგრამ სახელმწიფოს ამაზეც არ აქვს შესაბამისი რეაგირება.

კიდევ ერთი კანონდარღვევა კი რეკლამის წესებს ეხება, რომელიც აბსოლუტურად ყველა სახმელეთო სამორინეს მხრიდან ხდება.

„რაც შეეხება სახმელეთო სამორინეებს, მათ სარეკლამო ბანერებზე მხოლოდ 10 კვ.მ.-ზე აქვთ რეკლამის განთავსების უფლება, ისიც ძალიან შეუმჩნევლად. ეს ნაწილი აბსოლუტურად ყველა კაზინოსა და სლოტ კლუბს დარღვეული აქვს. შესაბამისი ფაქტების შესახებ ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს და მუნიციპალურ სამსახურებს, ასევე მივმართეთ ბატონ კახი კახიშვილს. თუმცა, ყველას მხრიდან რეაგირება იყო ნული.

ძალიან სამწუხაროა, „შანგრილას“ კედლებს რომ შეხედავ, მიხვდები, რომ ქვეყანას სწორება კაზინოზე აქვს. მის შენობაზე ფრიალებს ქართული დროშა, რაც ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოს დროშა ევროპის მასშტაბით არაერთი სპორტული მიღწევის აღსანიშნავად ფრიალებს.

გარდა ამისა, კიდევ ერთი ფაქტდარღვევა არის სოციალურ ქსელებში შემოპარული სათამაშო ბიზნესების კომპანიების რეკლამირება. ამაზე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას აქვს პასუხი, რომ მათ კანონი ამის კონტროლს არ ავალდბულებს. დიახ, სწორედაც რომ კანონში მკაფიოდ არ არის გაწეილი ამ მიმართულების კონტროლის სისტემა. შესაბამისად, სწორედ კანონის აღსრულების მექანიზმების ბუნდოვანება იწვევს სათამაშო ბიზნესის კომპანიების მხრიდან ხშირ კანონდარღვევას“, - აღნიშნა თამარ ჯაფარიძემ.

 
natia-zarize-1721033112.jpg
ავტორი:
ნათია ზარიძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...