Jump to content
Planeta.Ge

ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემების გადასაჭრელად


რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ბაბუნაშვილმა თბილისის ტრანსპორტის პრობლმების შესახებ რადიო მსმენელების კითხვებს უპასუხა და განმარტა, თუ რომელ კომპანიებსა და დაწესებულებებს უნდა მიმართონ დედაქალაქის მცხოვრებლებმა ამ საკითხებზე.

„მოქალაქეებმა ხშირად, ზუსტად არ იციან ვის მიმართონ, როდესაც რაღაც პრობლემას აწყდებიან. მაგალითად, ტრანსპორტში არის გამოკრული ცხელი ხაზის ნომერი. ახლა გადის „ფეისბუკზე“ სასტრანსპორტო კომპანიის სარეკლამო რგოლი, იმის შესახებ, რომ თუ პრობლემას აღმოაჩენენ, მას მიმართონ მოქალაქეებმა. თუ არ ვცდები, იმავე მიზნით ბანერები გაკრული არის მეტროშიც.

უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ, თბილისში არის ორი სატრანსპორტო კომპანია: მიკროავტობუსბისთვის - შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ და მეტროს, ავტობუსბისა და საბაგირობისთვის - თბილისის სატრანსპორტო კომპანია. ორივეს თავისი ცხელი ხაზი აქვს.

 

ასევე არის სააგენტო, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკას ადგენს. ეს არის თბილისის მერიაში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. თუ გინდათ მარშრუტის დანიშვნა, შეცვლა ან მსგავსი რამ, ამ სააგენტოს უნდა მიმართოთ. მოქალაქემ შესაძლოა არ იცოდეს ამ სააგენტოს შესახებ და წესით, გამგეობას რომ მიმართოს, გამგობამ წერილი სააგენტოში უნდა გადაამისამართოს“, - აღნიშნა გიორგი ბაბუნაშვილმა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 44 44

„თბილისის მიკროავტობუსის“ ცხელი ხაზი: 032 2 20 03 40

 
natia-zarize-1721033112.jpg
ავტორი:
ნათია ზარიძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...