Jump to content
Planeta.Ge

შმიჰალი: უკრაინამ ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარება


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ კიევმა 18 ოქტომბერს ევროკავშირისგან მიიღო 2 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება - პირველი ტრანში 5-მილიარდიანი პაკეტისა, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას გამოუყო ქვეყანაში რუსეთის შეჭრის გამო.

„ეს დამატებითი ფინანსური რესურსი დაგვეხმარება გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში. კერძოდ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, - დაწერა შმიჰალმა „ტელეგრამში“.

შმიჰალის თქმით, უკრაინამ წელს მთლიანობაში 4,2 ევროს მოცულობის მაკრო-საფინანსო დახმარება მიიღო ევროკავშირისგან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...