Jump to content
Planeta.Ge

ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 18 ადამიანი


ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ პილოტის გადარჩენა მოხერხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ნეპალის დედაქალაქის, კატმანდუს პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„პილოტი გადაარჩინეს და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. თვრამეტი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი უცხოელია“, - განაცხადა კატმანდუს პოლიციის წარმომადგენელმა, დან ბაჰადურ კარკიმ.

Saurya Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუში აფრენისას ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 2 წევრი და კომპანიის 17 სპეციალისტი იმყოფებოდა, რომლებიც ქალაქ პოხარაში სხვა თვითმფრინავის შესაკეთებლად მიფრინავდნენ.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...