Jump to content
Planeta.Ge

„როცა შენი ოკუპანტები მოგიწოდებენ, რომ გააკეთო, ამან უნდა დაგაფიქროს" - რა თქვეს კონგრესში „ოცნებაზე"


გუშინ, 23 ივლისს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გაიმართა მოსმენა საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. თავის გამოსვლებში კონგრესმენებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნება” და აღნიშნეს, რომ მათი ქმედებები აზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქართველი ხალხის არჩევანს.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ჯოშუა ჰაკი, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს დამატებით ზომებზე, რაც მათ შორის მოიცავს მთავრობისთვის გამოყოფილი პროგრამების დაფინანსებების გადამისამართებას ან შეჩერებას.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ჯოშუა ჰაკმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის დროს განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობს დამატებით ზომებზე, რაც მათ შორის მოიცავს დაფინანსების გადამისამართებას ან შეჩერებას.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უწყებათაშორის კოლეგებთან დამატებით ზომებზე, რაც მოიცავს დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებას ან შეჩერებას და პოლიტიკური თანამშრომლობების გაჩერებას. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ თავიანთ ქმედებებს, დააბრუნებენ საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე და საქართველოს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შეასრულებენ.

ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ მთავრობას, რომ დემოკრატიულ პრინციპების მიმართ ერთგულების ჩვენების საუკეთესო გზა უცხოური გავლენის კანონის გაუქმებაა, არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლის შეჩერება და იმის უზრუნველყოფაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები წარიმართება თავისუფლად და სამართლიანად. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვთქვით, რომ პარტიის ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ აშშ-ისა და ევროკავშირზე დეზინფორმაციის გავრცელება”, – განაცხადა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ისაუბრა რუსული კანონის შესახებ რუსეთის დამოკიდებულებაზეც და თქვა, რომ როცა ოკუპანტი გეუბნება, რომ რაღაც უნდა გააკეთო, ხოლო პარტნიორი ამის წინააღმდეგი, ამას უნდა დაგაფიქროს.

„მაშინ, როცა საქართველოს დიდი ხნის პარტნიორებმა და მოკავშირეებმა გააფრთხილეს და მოუწოდეს საქართველოს, რომ წინ არ წაეწია ეს კანონმდებლობა, რუსეთმა, რომელსაც ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, შეაქო ეს კანონი – როცა მეგობრები მოგიწოდებენ, რომ არ გააკეთო, ხოლო შენი ოკუპანტები მოიგოწდებენ, რომ გააკეთო, ამან უნდა დაგაფიქროს”, – თქვა მან.

ამასთან, კონგრესმენი ბილ კიტინგი, რომელიც სხდომის თანათავმჯდომარეა ამბობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ. მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის ჩინეთთან თანამშრომლობაზეც – მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერია.

„მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ჩინეთთან ვიზალიბერალიზაციასა და სავაჭრო ურთიერთობებს ესწრაფვის, მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში. ამ ომის პირობებში კი რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას.

მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მთავრობა შეთანხმებებს დებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს. ამის გარდა, კიდევ არსებობს მაგალითები იმისა, როგორ ღალატობს მმართველი პარტია ქართველ ხალხს. [საქართველოს] მოსახლეობას დღემდე ახსოვს მძიმე მოგონებები საკუთარი [2008 წლის აგვისტოს] ომისა რუსეთთან, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ იყო” – ამბობს ის.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ტომ კინმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე გააკრიტიკა „ქართული ოცნების” ქმედებები და აღნიშნა, რომ ეს იმედგამაცრუებელია.

მას გამოსვლაში არ უხსენებია ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ თქვა, რომ „ქართული ოცნების” ლიდერის გამოსვლა, სადაც მან ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიებაზე ისაუბრა, შეეფერებოდა „უხეირო დიქტატორს” და არა ამერიკის პარტნიორს.

„უამრავი ქართველი გამოვიდა ქუჩებში მათი მთავრობის ქმედებების გასაპროტესტებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი აღმოჩნდნენ ძალადობრივი ზეწოლისა და დაკავებების პირისპირ.

უცხოური აგენტის კანონპროექტის განხილვების დროს „ქართული ოცნების” ლიდერმა გააჟღერა მუქარა მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიებაზე გამოსვლაში, რომელიც უხეირო დიქტატორს შეეფერებოდა და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს”, – განაცხადა მან.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...