Jump to content
Planeta.Ge

სუსი: ვიძიებთ ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იძიებენ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი.

სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, „ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა”.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.


რამდენიმე დღეა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს, რომელთა შორისაც ნაწილი აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომებში იბრძოდა.

გუშინ, 23 ივლისს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სუს-მა გამოკითხა ერთ-ერთი მებრძოლი, გელა კახაბრიშვილი.

ამავე საქმეზე სუს-მა უკვე გამოკითხა ან გამოკითხვაზე დაიბარა უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ომის ვეტერანები: ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცაცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი და კონსტანტინე ჯღამაია.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...