კირილ ბუდანოვი - ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ
ირანული დრონების 70%-ს სტაბილურად ვაგდებთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული უპილოტო საფრენის აპარატების პირველი პარტია 1 750 დრონს ითვლიდა.
“პირველი პარტია 1 750 დრონის რაოდენობით იყო შეკვეთილი, შემდეგ ახალი შეკვეთები გაკეთდა, მაგრამ მათი წარმოებისა და რუსეთისთვის მიწოდების სისწრაფე, უნდა გესმოდეთ, ერთმომენტიანი პროცესი არ არის. მათ ნელ-ნელა ეწურებათ ისინი, ირანელები ახლებს აკეთებენ, მაგრამ საკითხის მეორე მხარეც არსებობს: დრონების დაახლოებით 70%-ს ჩვენ სტაბილურად ვაგდებთ”, - თქვა ბუდანოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს რაკეტების მარაგი ეწურება. კერძოდ, ბუდანოვის თქმით, რუსეთში “ისკანდერის” ტიპის რაკეტების რაოდენობა უკვე 13%-ს მიუახლოვდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.