Jump to content
Planeta.Ge

გიგაშვილი: ვაპირებ, რომ დამკვირვებლად დავრეგისტრირდე


პიანისტი გიორგი გიგაშვილი აცხადებს, რომ წელს არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებას აპირებს. ამის შესახებ მან „TV პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მეც ვაპირებ, რომ დამკვირვებლად დავრეგისტრირდე და ვიყო იქ, იმიტომ, რომ წელს არის პირველი და ალბათ, უკანასკნელი შანსი, როცა შეიძლება, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს.

პირველი იმიტომ, რომ ახლა დაინახა ყველამ მასობრივად, რომ ეს ხელისუფლება არ გვინდა და უკანასკნელი იმიტომ, რომ ამის შემდეგ აღარ იქნება შესაძლებლობა, ყველაფერს იზამენ, რომ ეს ხმა ჩაახშონ”, – ამბობს ის.

დღეს მოძრაობამ „აირჩიე ევროპა“ მორიგი ღონისძიება გამართა – შედგა შეხვედრა ახალგაზრდებთან, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

 

პუბლიკა

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...