Jump to content
Planeta.Ge

„16 მაისიდან ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა დაფიქსირდა" - ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს


დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ და აღნიშნა, რომ 16 მაისიდან ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე და მთავარი აქცენტი გაკეთდება, რათა მათ მიმართ იქნას გამოყენებული ჰუმანიტარული მიდგომა და ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

გარდა ამისა, დაფიქსირებული იქნა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 8 შემთხვევა 16 მაისიდან 22 ივლისის მდგომარეობით. რომ არა ამგვარი ფორმატი, აქ გაჩნდებოდა ვაკუუმი და როგორც წესი, მსგავსი ვაკუუმი ყოველთვის ივსება ნეგატივით”, – განაცხადა მან.

დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ირაკლი ანთაძის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში დღის წესრიგის მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იქნება.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...