Jump to content
Planeta.Ge

უნგრეთს EU-ის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უნგრეთს EU-ის საგარეო და თავდაცვის მინისტრების მორიგი არაფორმალური შეხვედრის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.

ბორელის გადაწყვეტილებით, 28-30 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად, ბრიუსელში გაიმართება.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი – მანამდე უნგრეთმა ევროკავშირში საბჭოს თავმჯდომარეობა როტაციით პირველ ივლისს შეითავსა.

მას შემდეგ ორბანმა წამოიწყო „სამშვიდობო მისია“ და ეწვია როგორც კიევს, ასევე მოსკოვს. მისი ვიზიტები არ ყოფილა შეთანხმებული ევროკავშირთან და როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ის იქ EU-ს არ წარმოადგენდა.

ყოველ 6 თვეში ერთხელ, მას შემდეგ, რაც როტაციული პრინციპით წევრი სახელმწიფო თავმჯდომარეობას ითავსებს, მათი თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრები არაფორმალურ შეხვედრას მართავენ.

BBC-ის ცნობით, ბორელმა თავისი გადაწყვეტილება განმარტა და თქვა, რომ უნგრეთის ქმედებებს შედეგები უნდა ჰქონდეს და მათ უნდა „გაუგზავნონ სიგნალი, თუნდაც ეს სიმბოლური სიგნალი იყოს”. მედიის ცნობით, უნგრეთმა ამ ნაბიჯს „სრულიად ბავშვური” უწოდა.
publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...