Jump to content
Planeta.Ge

სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა მედიას დამატებით პრობლემას უქმნის – კოალიცია


მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა მედიას დამატებით პრობლემას უქმნის.

ასე ეხმაურება კოალიცია ეხმაურება „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სასამართლო სხდომებზე დასწრების შეფერხებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, „ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არც მოსამართლე უშვებს.
მელაძის განცხადებით, ამ დრომდე, განმარტება არ გაკეთებულა და არც ალტერნატიული მექანიზმების შემოთავაზება მომხდარა განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით.

„მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში გულისხმობს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, ჟურნალისტების სასამართლო სხდომებზე დასწრებასა და პროცესის გაშუქებას.

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას რთულ პირობებში უწევს მუშაობა. სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლებმა პირებმა დაუყოვნებლივ გამოასწორონ არსებული ხარვეზი, უზრუნველყონ მედიების სხდომებზე დასწრება და განმარტონ პრობლემების გამომწვევი მიზეზები“, – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...