Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის, მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება. ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს დახმარებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება.

„ჩვენ პატივს ვცემთ მის რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებს ჩვენ გვერდით დგომას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში. ამჟამინდელი ვითარება უკრაინაში და მთელ ევროპაში არანაკლებ რთულია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი ამერიკული ხელმძღვანელობა ხელს შეუშლის რუსეთის ბოროტებას, მიაღწიოს წარმატებას“,- განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

 


ავტორი - თამთა რუხაძე
 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...