Jump to content
Planeta.Ge

ოჯახის თქმით, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა


ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამის შესახებ  „მთავარ არხს“  რამაზ ბეღელურის დედამ, ნორა ბეღელურმა განუცხადა. მისი თქმით,  რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების ყოველდღიურად მიღება სჭირდება.

„ავადაა, ყოველდღიური წამლების ქვეშ არის. წამალი რომ არ დალიოს, კრუნჩხვაში ჩავარდება“, – ამბობს რამაზ ბეღელურის დედა.

რამაზ ბეღელური გორის სოფელ გუგუტიაანთკარში ცხოვრობს. ის საოკუპაციო ძალებს უკანონოდ წარსულშიც არაერთხელ დაუკავებიათ. ეს მისი უკანონო პატიმრობის მეხუთე შემთხვევაა.

საოკუპაციო ძალებმა ბოლოს ის 2024 წლის აპრილში დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, უკანონო დაკავება მაშინ მოხდა, როცა რამაზ ბეღელური ძმის საფლავს ასუფთავებდა.

ფოტო: „ფორმულა“

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...