Jump to content
Planeta.Ge

ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის


ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის.

ამის შესახებ მან პლატფორმა X-ზე განაცხადა.

ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკელ ხალხს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად გაესაუბრება.

81 წლის პრეზიდენტი გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა მონაწილეობა, მე მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია გადგომა და ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში,მხოლოდ ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებაზე, ფოკუსირება.

მე ვესაუბრები ერს ამ კვირის ბოლოს უფრო დეტალურად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ", - წერს ბაიდენი წერილში, რომელიც მან თავის X -ის ანგარიშზე გამოაქვეყნა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...