Jump to content
Planeta.Ge

მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ცნობისთვის, 19 ივლისს, საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...