Jump to content
Planeta.Ge

ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებდნენ


ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერშეტევებს ახორციელებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის პოლიცია ავრცელებს.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულები ესპანეთისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერშეტევებში მონაწილეობდნენ.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას მხარს უჭერენ, კიბერშეტევების სამიზნეს სამთავრობო სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ძირითადი სერვისები წარმოადგენდა.

„ეს კომპიუტერული შეტევები ორგანიზებული იყო ჰაქტივისტური ჯგუფის NoName057(16)-ის მიერ, რომელმაც მოქმედება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. თავის მანიფესტში ჯგუფი აცხადებს, რომ დასავლელი რუსოფობების მტრულ და ღიად ანტირუსულ ქმედებებს პროპორციულად უპასუხებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეჭვმიტანილები ბალეარის კუნძულებსა და ანდალუსიაში დააკავეს. მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კომპიუტერები და დოკუმენტური მასალა ამოიღო.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...