Jump to content
Planeta.Ge

ქართული ყველისა და ხაჭოს ექსპორტში ამერიკა ლიდერობს


ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი იანვარ-ივნისში შემცირდა. შარშან პირველ ექვს თვეში ექსპორტზე გავიდა ადგილობრივად წარმოებული აღნიშნული პროდუქტი 31.8 ტონა, რომლისგანაც მიღებულმა შემოსავლებმა 375.8 ათასი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წელს კი შემოსავლები 214.4 ათას დოლარამდე შემცირდა და სულ ექსპორტირებულია 17.5 ტონა ყველი და ხაჭო.

საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქართული წარმოების ყველისა და ხაჭოს ექსპორტი ამერიკაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კანადასა და ჰონგ-კონგში ხორციელდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული ყველი და ხაჭო წელს ექსპორტზე ამერიკაში გავიდა. უფრო კონკრეტულად, აშშ-ში ექსპორტირებულია 157.4 ათასი დოლარის თითქმის 14 ტონა პროდუქტი.

 

ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მონაცემები კი 2024 წლის პირველ ნახევარში ასეთი იყო:

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 38.72 ათასი დოლარი 2.5 ტონა;
  • კანადა - 16.36 ათასი დოლარის 0.91 ტონა;
  • ჰონ-კონგი - 1.95 ათასი დოლარის 0.13 ტონა.
 
meri-tabataze-1707121688.jpg
ავტორი:
მერი ტაბატაძე

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...