Jump to content
Planeta.Ge

ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ არ დაიჯეროს, თითქოს მისი პრეზიდენტობა რუსეთს სარგებელს მოუტანს - უკრაინული მედია


წუხელ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბრისას ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მიიწვია, ტრამპმა კი მას უთხრა, რომ არ დაიჯეროს, თითქოს მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება რუსეთს მოუტანს სარგებელს.

„ზელენსკი არწმუნებდა ტრამპს, რომ არ დაუჯეროს ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც პუტინის მქომედებების ახსნას ან გამართლებას ცდილობენ. მისი მოქმედებების გამართლება არ შეიძლება, ის ჩვეულებრივი მკვლელია. ეს განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში.

მან შეატყობინა ტრამპს მიკოლაივში მორიგი თავდასხმის შესახებ, რასაც მოქალაქეები ემსხვერპლა. მათ ასევე ისაუბრეს 8 ივლისს კიევში საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შესახებ და დაგმეს ეს თავდასხმა.

ტრამპმა ასევე ძალიან საინტერესო რამ თქვა: მან ურჩია [ზელენსკის], რომ არ დაიჯეროს „ცრუ ინფორმაცია“, თითქოს მისი არჩევნებში გამარჯვება რუსეთს მოუტანს სარგებელს.

ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხრიდან მიღწეული იქნა პრინციპული თანხმობა შეხვედრის შესახებ. მათ განიხილეს შეხვედრის სავარაუდო დრო, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ჩვენი გუნდები ეცდებიან შეხვედრისთვის დროის შერჩევას და დეტალების დაზუსტებას, რომ განსაზღვრონ თუ როდის იქნება შეხვედრა შესაძლებელი“, – ციტირებს ზელენსკის პრესსპიკერის, სერჰი ნიკიფოროვის სიტყვებს Ukrainska Pravda.

 

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...