Jump to content
Planeta.Ge

ენტონი ბლინკენი - ირანს ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე, ალბათ, ერთი ან ორი კვირა დარჩა


ირანს ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე ალბათ, ერთი ან ორი კვირა დარჩა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იმის გამო, რომ ბირთვული შეთანხმება გაუქმდა, ირანს ნაცვლად იმისა, რომ ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე სულ მცირე ერთი წელი აშორებდეს, ახლა, ალბათ, ამის გაკეთებამდე ერთი ან ორი კვირა დარჩა. ერთი ან ორი კვირა, ალბათ, რეალისტური დროა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ ყურადღებით აკვირდება.

„მათ იარაღი არ შეუქმნიათ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არის ის, რასაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და თუ ამ ორს ერთმანეთთან დააკავშირებთ - გახლეჩის უნარის მქონე მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობას - ბირთვულ იარაღს მიიღებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...