ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ვაჭრობს პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და სატელიტი პარტია, „გირჩი“კარგად ეხმარება - ვისურვებდი, ამნისტიის კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს
მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ მას შემდეგ უნდა იქნას მიღებული, როდესაც „ქართული ოცნება“ შესაბამის კვლევას წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტია უსამართლო და შერჩევითი იქნება.
„მე ვისურვებდი, რომ ეს ეფუძნებოდეს კვლევას. ასეთი მოლოდინი მაქვს, რომ პრეზიდენტი აუცილებლად მოითხოვს კვლევას. ჩვენ არ შეიძლება სამართლიანები ვიყოთ შერჩევითად. ესენი ჰუმანურები არიან ზონდერების მიმართ. რუსული კანონით დაზარალებულებს ეს ამნისტია არ ეხებათ. რა გააკეთეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან მიმართებით? რეალურად „ოცნება“ გაურიგდა პრორუსულ დაჯგუფებებს, რომლებისთვისაც ოჯახში ძალადობა არ არის დანაშაული, ეს არის ოჯახში გადასაწყვეტი საკითხი,. ეს ხალხი დიდი ხანია წუხს, რომ მოძალადეები არიან ციხეში. „ოცნებას“ ეს ადამიანები sჭირდება წინასაარჩევნოდ და მოძალადეების გათავისუფლებაზე მთელი ტვირთი გადააქვს დაზარალებულებზე, რომლებიც ისედაც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ ამნისტიის კანონით ვაჭრობს და ამაში მათ სატელიტი პარტია, „გირჩიც“ ეხმარება.
„მათ აიღეს სექტემბრამდე პერიოდი მარტივი მიზეზის გამო - ვაჭრობენ. ვაჭრობენ პატიმრებთან, ვაჭრობენ მათი ოჯახის წევრებთან და ზოგიერთი სატელიტი პარტია, „გირჩი“, ძალიან კარგად ეხმარება მათ ამ საკითხში. მათგანაც მოვისმინე არასახელმწიფოებრივი, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები. მე არ ვურჩევდი არავის, რომ ამ ტიპის შერჩევითი, ამ ტიპის უსამართლო, ზონდერების დაცვის და პატიმრების მოტყუების ამნისტიას მხარი დაუჭიროს მინიმუმ, მანამ, სანამ „ოცნება“ არ გამოიტანს კვლევას და გვეტყვის, რაზე დაყრდნობით შეარჩია „ა“ მუხლი და არ შეარჩია „ბ“ მუხლი? რატომ მოატყუა პატიმრები, რატომ არ არის იქ ისეთი მუხლები, რომლებზეც ადამიანები ციხეში სხედან.
„გირჩი“ - ეს არის პარტია, რომლებმაც გენდერული კვოტები გააუქმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ეს არის პარტია, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევას „ოცნებასთან“ ერთად მისცა ხმა და გაყიდა თავისი ხმები გენდერული კვოტების გაუქმებაში. ეს არის პარტია, რომელიც ერთი-ერთში „ოცნების“ ნარატივზე ზის. მე არ ვიცი, რა ინტერესი აქვთ, შესაძლოა ინტერესი აქვთ პარლამენტში, შესაძლოა ინტერესი აქვთ „ოცნებასთან“ კოალიციის, შესაძლოა მატერიალური ინტერესი აქვთ. ამ პარტიის „პროქოცურობა“ საყოველთაოდ ცნობილია, კონკრეტული ფაქტებით. ამ ამნისტიაშიც ისინი ძალიან ცუდ როლს ასრულებენ. სხვათა შორის მათ და „ოცნებას“ ზუსტად ერთნაირი ნარატივი ჰქონდათ დაზარალებულის პოზიციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.