Jump to content
Planeta.Ge

პროკურატურა: ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პოლიციელი დაკავებულია


დააკავებულია პოლიციელი, რომელიც მონაწილეა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისა, როდესაც პატრულის ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად ბაიკერი დაიღუპა. გამოძიება კვლავაც გრძელდება.

პოლიციელის დაკავების შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.

„საქმეზე ამ დროისთვის ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ივლისს, დაახლოებით 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა“, — ნათქვამია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგენენ. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, — ნათქვამია ასევე განცხადებაში.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა პოლიციის ეკიპაჟმა მოტოციკლეტის მძღოლს გზა გადაუკეტა მისი დაკავების მიზნით. ტელეკომპანია თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მძღოლმა ავტოსაგზაო მოძრაობის წესი დაარღვია, რის შემდეგაც მას პოლიცია აედევნა.

ტელეკომპანიის ინფორმაციითვე ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია პირი, რომელიც შემთხვევას ტელეფონით იღებდა. „ფორმულას“ ინფორმაციით მას პოლიციელების მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...