Jump to content
Planeta.Ge

ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო


თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა პროკურატურამ გამოიძიება დაიწყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


„ფორმულას“ ცნობით, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე საპატრულო ეკიპაჟმა მოტოციკლის მძღოლს გზა გადაუკეტა, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა და შედეგად, მძღოლის დაღუპვა გამოიწვია.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...