Jump to content
Planeta.Ge

Microsoft-ის ხარვეზის გამო მრავალ ქვეყანაში შეჩერდა ფრენები, შეწყდა ბანკების და მედიის მუშაობა


მსოფლიოში IT სისტემების მასშტაბური შეფერხების გამო რამდენიმე ქვეყანაში შეჩერდა ფრენები, არ მუშაობდა ტელევიზიები და ბიზნეს ობიექტები.

მიზეზი Microsoft-ის ღრუბლოვანი გამოთვლითი სისტემების ხარევზია, რომელიც 19 ივლისს დაფიქსირდა. კომპანია ამბობს, რომ დეტალებს არკვევს, პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს და მომხდარის მიზეზს იძიებს.

ფრენები სრულად შეაჩერეს American Airlines-მა, Delta Airlines-მა and United Airlines-მა.

მუშაობა გააჩერა სიდნეის აეროპორტმა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია მსოფლიოში. პრობლემები შეექმნა აეროპორტებს გერმანიასა და ესპანეთში, მათ შორის, დაზარალდა ესპანური აეროპორტების ქსელი Aena.

IT ქსელის პრობლემის გამო მოძრაობა შეწყვიტა მატარებლებმა ბრიტანეთში. „მესამე მხარის გლობალური ტექნიკური პრობლემა” დაასახელა მუშაობის შეჩერების მიზეზად ლონდონის საფონდო ბირჟამ.

ბრიტანეთში არ მუშაობს მაღაზიები, ვინაიდან გამორთულია საგადასახადო და შიდა ქსელები. მოქალაქეები ვერ ახერხებენ მათ შორის წამლების ყიდვას.

აშშ-მ განაცხადა, რომ არ მუშაობდა 911.

გათიშურლი იყო რამდენიმე მსხვილი ტელევიზია, მათ შორის, Sky News და CBBC.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...