Jump to content
Planeta.Ge

ურსულა ფონ დერ ლაიენი - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება


დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს, ამიტომ მტკიცე ერთგულება უნდა ვაჩვენოთ, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება, - ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად ხმის მიცემა შედგება.

„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო ძალიან ძვირ საფასურს იხდის. ამიტომ, არჩევანი ჩვენც უნდა გავაკეთოთ და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი თავისუფალი, წარმატებული და ჩვენს ევროკავშირში იქნება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხელახლა არჩევის შემთხვევაში მომდევნო ხუთი წლის პოლიტიკური პროგრამა წარადგინა.

ევროპარლამენტში ხმის მიცემის პროცესი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, ხოლო შედეგები დაახლოებით 16:45 საათზე გახდება ცნობილი.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...