ჯო ბაიდენს კორონავირუსი დაუდასტურდა
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. პრეზიდენტი დელავერში, საკუთარ სახლში იქნება იზოლირებული, თუმცა იზოლაციის პერიოდში თავის მოვალეობას სრულად შეასრულებს.
ბაიდენი გუშინ ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. გვიან ღამით დაგეგმილი წინასაარჩევნო ღონისძიება კი გააუქმა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებულია, მათ შორის ე.წ. „ბუსტერ“ დოზათაც. ის მანამდე კოვიდით ორჯერ იყო ინფიცირებული.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.