პრეზიდენტმა 18-19 ივლისს რიგგარეშე სესია მოიწვია
პრეზიდენტმა 18-19 ივლისს რიგგარეშე სესია მოიწვია.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამასთან, პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.
საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომებზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს 18 ივლისს მოუსმენს და კენჭს უყრის, ამნისტიის კანონს კი 19 ივლისს განიხილავს და გაიტანს გენჭისყრაზე. ასევე, განიხილება რამდენიმე კანონპროექტი.
გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს საპროკურორო საბჭომ გიორგი გაბიტაშვილი წარუდგინა. გაბიტაშვილი 2014 წლიდან გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
მისი კანდიდატურის დამტკიცებას სრული შემადგენლობის უმრავლესობა – 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თანამდებობაზე განწესება 6 წლის ვადით ხდება. თუ გიორგი გაბიტაშვილი არჩევისთვის საჭირო ხმებს ვერ მიიღებს, პარლამენტს ახალი კანდიდატურა წარედგინება.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს – ის მმართველ პარტიას ეკუთვნის.
კანონპროექტის თანახმად, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.