Jump to content
Planeta.Ge

ზუგდიდში, სასტუმრო „ლეთოში“, NDI-ის ორგანიზებით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა


შეხვედრაზე 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს და საბიუჯეტო ინიციატივები წარადგინეს.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს შეხვედრის ორგანიზებისთვის, NDI-ს თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ საქმიანობაზე, ბიუჯეტის ფორმირებაში NDI-ს ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ საქმიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.

საკოორდინაციო შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მათ მიერ მერიაში წარდგენილი საკითხების პრეზენტაციით წარსდგნენ. მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მოსახლეობასთან ფოკუს ჯგუფების კვლევის შედეგად გამოვლენილი პრიორიტეტებისა და საბჭოს ინიციატივებზე იმსჯელეს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ინიციატივებიც მოისმინეს.

Edited by tvati

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...