გახარია - სენატორებს რანმდენჯერმე ვუთხარი, რომ 2024 წლის არჩევნებსაც დააკვირდნენ და კიდევ ერთხელ თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების შედეგად დამარცხებული "ოცნებისგან" ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ
სენატორი შაჰინი, ისევე, როგორც სენატორი რიში და კიდევ რამოდენიმე სხვა სენატორიც იყო ჩამოსული 2012 წელის არჩევნებზე. ისინი აკვირდებოდნენ არჩევნებს და ფაქტოვრივად სენატორების ამ ჯგუფმა უზრუნველყო მშვიდობიანი გადაცემა ძალაუფლების, მიშა სააკაშვილიდან ბიძინა ივანიშვილის ხელში.
მე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი სენატორებთან შეხვედრის დროს, რომ მათი პასუხისმგებლობაა 2024 წლის არჩევნებსაც დააკვირდნენ და კიდევ ერთხელ თავისუფალი, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნების შედეგად დამარცხებული "ოცნებისგან" ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ.
მაშინ უბრალოდ სხვა გარემოება იყო, დღეს საპარლამენტო, სრულად პროპორციული არჩევნები გვაქვს. რა თქმა უნდა ეს იქნება კოალიციური მმართველობა და კონკურენტული გარემო გადაწყვეტს, როგორი ხელისუფლების ფორმირება მოხდება.
მე ვთვლი, რომ ეს ყურადღება არჩევნებზე იქნება არამხოლოდ აშშ-სგან, არამედ ევროპის დედაქალაქებიდან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყურადღება იქნება კოორდინირებული და არანაირი ზეგავლენა არ ექნება ვინ გაიმარჯვებს აშშ-ს არჩევნებში და არც იმ არჩევნებს, რომელიც გონიათ აქ ზოგიერთ ვაი პოლიტიკოსებს, რომ ამერიკის არჩევნები თუ ემთხვევა, აქ ვინმე ყურადღებას მოადუნებს"
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე..
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.