Jump to content
Planeta.Ge

ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს


ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ხახალეიშვილი თავად ავრცელებს.

ის წერს, რომ „ქართული ოცნების” გუნდში და „ქვეყნის სამსახურს სხვა რანგში” გააგრძელებს.

„არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ასევე, პარტიული საქმიანობით დავკავდები და მუშაობას თბილისში გავაგრძელებ. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, სწორედ ამიტომ ვეცდები საკუთარ ქვეყანას, ამჯერად სხვა ფორმით, ვემსახურო”, – წერს ის.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...