Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - დღეს ყველა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, საქართველოს ჰყავს მმართველი პარტია, შესაბამისად ის გამიჯნულია ქართველი ხალხისგან


"დღეს ყველა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, საქართველოს ჰყავს მმართველი პარტია, შესაბამისად ის გამიჯნულია ქართველი ხალხისგან. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველო თუ შეწყვეტს ამერიკის ლანძღვას, აქ მთავარი არის ის, რომ ქვეყანა ავტორიტეტების ხელით იმართება, არ არსებობს არანაირი დემოკრატიული პროცედურები, არც ინსტიტუტები, არ არსებობს არანაირი ბალანსი ამ ინსტიტუტებს შორის. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში დემოკრატიული წინსვლა შეუძლებელია. ამიტომ გვეუბნებიან, რომ თუ საქართველო დაბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზაზე, მაშინ ის სტრატეგიული თანამშრომლობა,  რომელიც ჩვენ ქვეყნებს აკავშირებდა კიდევ უფრო შორს წავა. ეს იქნება არა მხოლოდ უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობა. ეს იქნება ეკონომიკა და მოლაპარაკებები დაიწყება თავისუფალ ვაჭრობზე, თავისუფალ მიმოსვლაზე, პირდაპირ ფრენებზე და ასე შემდეგ. ის ყველაფერი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც ეკონომიკური, ისე ჩვენი მოქალაქეების გამარტივებული გადაადგილებისათვის თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში.  მეორეს მხრივ,  საუბარია იმაზე, რომ თუ დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება ვერ მოხერხდა, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები იტოვებს უფლებას, გადახედოს სტრატეგიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით და სანქციები, თუ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები იყოს პერსონალიზებული და ეს პასუხისმგებლობებიც იყოს პერსონალიზებული. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, სამწუხაროდ სულ ბოლო იყო ეს წვრთნების შეწყვეტა, რაც უმძიმესი გზავნილია მმართველი პარტიისთვის."

გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...