Jump to content
Planeta.Ge

მედია - ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო - ცეცხლი ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს


ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო.

როგორც მედია წერს, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა.

„უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, - წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით.

ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, მომხდარის გარემოებების დადგენის მიზნით "საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები" მიმდინარეობს.
იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...