შარლ მიშელი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - პოლიტიკური ძალადობა დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია
პოლიტიკური ძალადობა დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
“მკაცრად ვგმობ თავდასხმას ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე.
დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.