ლოიდ ოსტინი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - ვგმობთ ამ ძალადობას, რომლის ადგილი დემოკრატიაში არ არის, ეს არ არის გზა, რითაც ამერიკაში უთანხმოებებს ვაგვარებთ
თავდაცვის მთელი უწყება გმობს ამ ძალადობას, რომლის ადგილიც ჩვენს დემოკრატიაში აბსოლუტურად არ არის, - ასე ეხმაურება აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარ სროლას.
„ეს არ არის გზა, რითაც ამერიკაში უთანხმოებებს ვაგვარებთ და არასდროს არ უნდა იყოს. შვება მომგვარა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის და მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც ამ საშინელი ინციდენტით დაზარალდა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. თავდამსხმელი, ჯერჯერობით, იდენტიფიცირებული არ არის. უცნობია თავდასხმის მოტივიც.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.