გიორგი გახარია: ივანიშვილი საკუთარი შეცდომების ტყვეობაშია
ივანიშვილი თავისი შეცდომების ტყვეობაშია - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მოცემულობა ისეთია, რომ "ივანიშვილი ქვეყნის მომავლის კონკურენტია" და მისი "პატარა ბიჭები" არაფერს წყვეტენ.
საგარეო ვექტორის ცვლილებაზე საუბრისას გიორგი გახარია ამბობს, რომ ხელისუფლება თავადაც მიხვდა, რომ "ყველა წითელი ხაზი დადაკვეთა". მისივე განცხადებით, ამ კომფიგურაციით, მმართველ ძალას არ შეუძლია რამე შეცვალოს.
ამიტომ, როგორც ჩანს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე მიაწვნენ - არ აღიარებენ არაფერს და არც აქვთ რამის გამოსწორების სურვილი. ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის არჩევნები, პირველ რიგში ეს გამოსავალია ხელისუფლებისთვის, რომელიც ახლა საოცარი სისწრაფით მიდის ჩიხისკენ და ჩიხისკენ მიჰყავს ქვეყანაც"- განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ვირტუალური პოლიტიკური პოლიტიკოსები არიან.
ამ ვირტუალურ პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს არანაირი პოლიტიკური რესურსი და ნება, დამოუკიდებლად რაღაც პოლიტიკური ნაბიჯები გადადგან, უკვე აღარ აქვთ. ივანიშვილი იძულებულია, იმ მდგომარეობაშია, რომ მისი ინსტრუქციის გარეშე არავინ არაფერს გააკეთებს. ეს პატარა, მშიშარა ბიჭებიც ბედნიერები არიან, რომ პასუხიემგებლობა სრულად ივანიშვილზეა. მადლობა ღმერთს მათთვის რომ ის გამოჩნდა, ესენი ჩავლენ, ფეხბურთს უყურებენ. იქ სადღაც რეგიონში ჩავლენ ასე ვირტუალურად"- თქვა მან.
ტვ პირველი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.