Jump to content
Planeta.Ge

"მამა გარდაცვლილი ჰყავს და ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობდა" - რას ჰყვება ბათუმში დაღუპული ბიჭის მასწავლებელი?


ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბა­თუმ­ში, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შე­დე­გად 18 წლის ირაკ­ლი ირე­მა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი მე­ო­თხე სარ­თუ­ლი­დან გა­და­ვარ­და.

სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ბიჭი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა.

ტრა­გე­დია ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის სა­ხუ­რა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ი­სას მოხ­და. სა­მუ­შა­ო­ებს ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია “ალი­გა­ტო­რი-1” აწარ­მო­ებ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის ნა­თე­სა­ვი იყო სწო­რედ და­ღუ­პუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი.

 

AMBEBI.GE-ს ირაკ­ლის კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ნინო ზა­ქა­რი­ა­ძე ესა­უბ­რა:

"ირაკ­ლის ინ­გლი­სურს ვას­წავ­ლი­დი, თან მისი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი ვარ. ირაკ­ლი დვაბ­ზუ­დან და­დი­ო­და ნა­სა­კი­რა­ლის სკო­ლა­ში. დღეს და­მი­რე­კა ჩემ­მა მოს­წავ­ლემ და მი­თხრა, რომ ირაკ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა­ზე იყო და სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და. მეტი არა­ფე­რი ვიცი... კლას­ში ორი ირაკ­ლი ირე­მა­ძე მყავ­და და პირ­ვე­ლი ეგ ვი­კი­თხე, რო­მე­ლი-მეთ­ქი, თუმ­ცა რა მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და... ირაკ­ლის მამა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს და ოჯა­ხის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მუ­შა­ობ­და. მა­ის­ში, როცა ბავ­შვებს ბოლო ზა­რის­თვის ვამ­ზა­დებ­დი, მი­თხრა, არ ვიცი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ მი­ვი­ღებ, ბა­თუმ­ში უნდა წა­ვი­დე სა­მუ­შა­ო­დო.

d3d39e80_2d82_45e4_bd24_cdaccd3b38d1-450

ვე­უბ­ნე­ბო­დი, არ წახ­ვი­დე ირა, ვი­მე­ცა­დი­ნოთ, ბოლო ზარ­ზე გა­მო­დი-თქო, ხათ­რი ვე­ღარ გა­მი­ტე­ხა, დამ­თან­ხმდა და გა­მო­ვი­და კი­დეც სი­ტყვით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შვი იყო, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, თბი­ლი, ალა­ლი, მარ­თა­ლი, სულ იღი­მო­და, ერ­თთა­ვად კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და. ირას დი­დად სწავ­ლა არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ მე ამით არას­დროს ვა­ფა­სებ­დი მას, ადა­მი­ა­ნუ­რი ბიჭი იყო და ეს იყო მისი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა.

რო­გორც ვიცი, ირაკ­ლის ძმა ჰყავს, დედა არ მუ­შა­ობ­და, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ირაკ­ლი ბოლო ზარ­ზე როცა მო­ვი­და, ერთი რამ მე­უც­ნა­უ­რა: პე­რანგზე მი­ნა­წე­რებს ვა­კე­თებ­დით და იქ ვნა­ხე ისე­თი პე­სი­მის­ტუ­რი ტექ­სტი, რა­მაც გული ძა­ლი­ან მატ­კი­ნა. ვკი­თხე, ირაკ­ლი, ეს ვინ და­გი­წე­რა-მეთ­ქი, და დე­და­მო. რა­ღაც სიკ­ვდილ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, დედა უწერ­და, მე რომ მოვ­კვდე­ბიო, თუ რა­ღაც მსგავ­სი. ისე ლა­მა­ზად ჰქონ­და თმა შეჭ­რი­ლი, ვკი­თხე, ვინ შე­გაჭ­რა-მეთ­ქი და დე­და­მო.

დედა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, სულ დე­დას ახ­სე­ნებ­და. უკონ­ფლიქ­ტო იყო და ყვე­ლას უყ­ვარ­და, პა­ტა­რა შე­კა­მა­თე­ბაც კი არ მახ­სოვს, მის­გან ისე­თი სით­ბო მო­დი­ო­და... იმა­ზე იყო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რომ ემუ­შა­ვა, სულ ამა­ზე მე­სა­უბ­რე­ბო­და. ისე მატ­კი­ნა გული, ვერ აღ­გი­წერთ, ბავ­შვსაც გა­აჩ­ნია, ის იმ­დე­ნად კარ­გი იყო... მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ალ­ბათ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი არ იყო და­ცუ­ლი, თო­რემ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა ხომ არ მოხ­დე­ბო­და? ესაა ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა... სიკ­ვდილ­საც ხომ გა­აჩ­ნია? მთე­ლი დღეა, მკვდა­რი­ვით ვარ, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ".

ambebi.ge

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...