ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა - ის ადგილზე დაიღუპა
ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა – ის ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-მ დაუდასტურა. გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე მისულ ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
„ბათუმელების” ცნობით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, როდესაც მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, (ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ).
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.