Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - გავრცელებული იყო „ფეიკი“, რომ შალელაშვილი ქმნის პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო, ტყუილია, ხალხო, ტყუილი! – „ლელოს“ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ „განაცდნენ“


„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური აცხადების, რომ მისი პარტიისა და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ლელოს“ უსურვებს ისე გადალახოს ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ "განაცდნენ".

ამასთან, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს.

"ქალბატონ პრეზიდენტთან ჩვენს გუნდს, მათ შორის, გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას პერსონალური კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს. ამასწინათ იყო გავრცელებული რაღაც "ფეიკი", რომ ვიღაცა შალელაშვილი ქმნის რაღაც პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო. ტყუილია, ხალხო, ტყუილი! ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე კითხვა დასვათ?! ყოველ ჯერზე მე გიპასუხებთ, რომ ეს არის ტყუილი და ყალბი ინფორმაცია. "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" წითელ ხაზებთან დაკავშირებით დიდი ხანია ვსაუბრობთ. რაც შეეხება "ლელოს" - "ლელოსთან" დაკავშირებით, ასევე, იცით ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ "განაცდნენ". თუ რამე შეიცვლება ჩვენგან გაიგებთ ამ ინფორმაციას, სხვების ტყუილს ნუ ავრცელებთ, ძალიან გთხოვთ”, - განაცხადა ბუჩუკურმა.
ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...